logo
ENG



ე.წ. "მშრალ ხიდზე" აღმოჩენილი საფლავის ქვების ბედი ამ დრომდე უცნობია

14 ოქტ 201920:43
3 წუთის საკითხავი
 
qrhx8w48vd9wxq9.jpg

ძველმანების ბაზრობაზე რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი საფლავის ქვების მომავალი უცნობია. "მშრალი ხიდის" ტერიტორიაზე აღმოჩენა მოულოდნელი არ იყო მკვლევრებისთვის. მათი თქმით, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, როცა თბილისმა სახე იცვალა, სხვა არეალებთან ერთად  სომხური, კათოლიკური, მუსულმანური და ვერის სასაფლაოს ნაწილი დაიკარგა. კომუნისტებმა კი მსგავსი საფლავის ქვები სამშენებლო მასალად გამოიყენეს.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, სანდრო ტოგონიძის აზრით, საფლავის ქვების შესწავლა მკვლევრების საქმეა და მათი ბედიც სწორედ სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ.  

ბაზრობის რეაბილიტაცია და აღდგენა ქალაქის მთავრობამ გასულ წელს დაიწყო.  როგორც სპეციალისტები ამბობენ, პროექტის საჯარო განხილვა არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილმა ზუსტად არ იცის, როგორი იქნება მშრალი ხიდი მომავალში და შეინარჩუნებს თუ არა, ეს ტერიტორია მის ხასიათს.

ავტორი:ლიზა ციციშვილი.


close დახურვა